რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი

რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი შეიქმნა 1995 წელს, მისი დამაარსებელია იზა ვეფხვაძე.
თეატრი პოპულარიზაციას უწევს ქართულ მწერლობას,
ხელოვნებას, ლიტერატურას, მეცნიერებას.
1998 წელს თეატრს დიდი ქართველი მამულიშვილის, რეზო თაბუკაშვილის სახელი მიენიჭა, ხოლო 2003 წელს, სახალხო თეატრის წოდება.
არსებობის 18 წლის მანძილზე თეატრში დაიდგა 45 ლიტერატურული სპექტაკლი, რომელიც ნაჩვენები იქნა თითქმის 300-ჯერ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ცნობილ ადამიანთა შეხედულებები ლიტერატურულ თეატრზე:
„ხარაგაულის ლიტერატურული თეატრი მეგობარი და უერთგულესი შუამავალია მკითხველსა და მწერალს შორის“. (ოტია იოსელიანი)
„ხარაგაულის ლიტერატურულ თეატრში მწერლებს, პოეტებს, ნაოცნებარ და ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურებენ“. ( შოთა ნიშნიანიძე)
„ ვერასოდეს ვერ დავივიწყებ რეზო თაბუკაშვილისადმი მიძღვნილ გამაოგნებელ სპექტაკლს და იზა ვეფხვაძეს -- რომელიც მე პირველად ხარაგაულში ვიხილე“. ( გურამ დოჩანაშვილი)
„ მე სიტყვები არ მყოფნის ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის საქმიანობის შესამკობად. ბარაქალა ამ ქართულ საქმეს! (კიტა ბუაჩიძე)
„ ხარაგაულის ლიტერატურული თეატრი უდიდესი მონაპოვარია ქართული კულტურისათვის, ეს არის სრულიად ახალი სიტყვა ქართულ ხელოვნებაში.“ –( ევგენი ხარაძე)
„ხარაგაულის ლიტერატურულმა თეატრმა გამაოგნა და თან ახალი სიცოცხლე მაჩუქა“ – (ოთარ მამფორია)
„ მე ვერ ვიჯერებ იმას, რაც ხარაგულის ლიტერატურულ თეატრში ვიხილე, მე იქ სუნთქვისასც კი მეშინოდა“. ( დევი აბაშიძე)
„ ხარაგაულის ლიტერატურულმა თეატრმა უშანგი ჩხეიძეს უკვდავების ძეგლი დაუდგა, სპექტაკლზე მე მოვკვდი და მერე გავცოცხლდი.“ (ნინიკო ჩხეიძე)
„ ბედნიერი ვარ, როცა ასეთ ნიჭიერებას და ქართულ საქმეს ვუყურებ“. ედიშერ მაღალაშვილი)
„ ქართული კულტურის და ქართული სულის გადარჩენა ლოზუნგების გარეშე - აი, რა ხდება ხარაგაულის ლიტერატურულ თეატრში“. ( გეიდარ ფალავანდიშვილი)
„ ერთი ადამიანის ნიჭს და შესაძლებლობებს ნამდვილად აღემატება ის, რაც მე ხარაგაულის ლიტერატურულ თეატრში ვიხილე, მე ნანახმა გამაოცა.“ ( გიგა ლორთქიფანიძე )
„ უსაზღვროდ საჭირო ქართულ საქმეს აკეთებს ხარაგაულის ლიტერატურული თეატრი, მე სპექტაკლის მსვლელობისას არაერთხელ ვიკითხე „ ეს რა ხდება?“ ( გოგი გეგეჭკორი)
„ ვერც დავიჯერებდი რომ არ მენახა, ნახეთ ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის წარმოდგენები და გაგეხარდებათ რომ ქართველი ხართ“. ( ვანო საყვარელიძე)
„ მსახიობს მეხსირება როგორ უნდა გაგიკვირდეს, მაგრამ მართლა გამაოცა უშანგი ჩხეიძისადმი მიძღვნილ სპექტაკლზე იზა ვეფხვაძის მეხსირებამ, არტისტიზმმა და სიყვარულმა საქმისადმი! ( ოთარ მეღვინეთუხუცესი)