FC CHELSEA

გაეცანით ჯგუფის წესებს!!!
1. რაც ყველაზე მთავარია, გავითვალისწინოთ ჩვენი მეგობარი ჯგუფის წევრი გოგოები და დავიცვათ ცენზურა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯგუფის ნებისმიერ წევრს დაედება ბანი და სამუდამოდ დატოვებს ჯგუფს.
2. იკრძალება პროვოკაციული, დამცინავი და შეურაცმხოფელი გამოხტომები ფანკლუბის წევრებისა დაგუნდის ფეხბურთელების მიმართ.
3. იკრძალება ჯგუფში სხვა გუნდის გულშემატკივართა გაწევრიანება.
4. თუ გაგიჩნდათ უკმაყოფილება ფანკლუბის საორგანიზაციო ჯგუფის მიმართ თავი შეიკავეთ პროვოკაციული პოსტების გამოქვეყნებისგან. მიმართეთ ფანკლუბის ხელმძღვანელს (Gigi Salukvadze).
5. გაითვალისწინეთ რომ აქ ყველანი ვგულშემატკივრობთ მხოლოდ და მხოლოდ კლუბს და სანაკრებო ფეხბურთი დატოვეთ ჯგუფის გარეთ, რათა თავიდან ავიცილოთ კლუბის წევრებს შორის არასასიამოვნო დაპირისპირებები.
7. სიახლის გამოქვეყნების შემდეგ, ადმინების ნებართვის გარეშე პოსტი ვერ დაიდება. არ დაიდება ისეთი პოსტები, რომელიც არ ეხება ჩელსის.
8. ფან-კლუბის შეკრებების დროს თუ რაიმე ინციდენტი მოხდება (ფულის გადაუხდელობა ან მსგავსი რამ) პასუხისმგებლობას არ იღებს თავის თავზე მხოლოდ ერთი ადამიანი, ამაზე ყველა ის ადამიანია პასუხისმგებელი, რომელიც იყო შეკრებაზე.
ჩვენს მიერ დადგენილ არცერთ წესზე პრეტენზიები არ მიიღება, შესაძლებელი იქნება გავითვალისწინოთ რაღაცეები...

პატივისცემით ფანკლუბის საორგანიზაციო ჯგუფი.